ბლოგი

#ვერონასავეჯი

ავეჯის სახლი “ვერონას” შოურუმი მოიცავს 3 სართულზე გაშლილ 6 000 კვ.მ საგამოფენო სივრცეს, სადაც წარმოდგენილია იტალიური ავეჯი, სამზარეულოები, სამზარეულოს ტექნიკა, სანათები, დეკორაციები და აქსესუარები. ჩვენთან სტუმრობის დროს თქვენ აღმოჩნდებით იტალიელი და ქართველი დიზაინერების მიერ დაპროექტებულ ულამაზეს კონცეპტუალურ სივრცეში, იხილავთ გემოვნებიან კომპოზიციებს და გექნებათ საშუალება შეარჩიოთ, როგორც ნაკლებად ცნობილი იტალიელი ოსტატების, ასევე ინდუსტრიული დიზაინის ისეთი მაესტროების მიერ შექმნილი ავეჯი, როგორებიც არიან მაურო ლიპარინი, ჯინო კაროლო, ალენ ჟილე და აშ.

შოურუმში შესვლისას ყურადღებას იქცევს კომპოზიცია, სადაც პროტაგონისტად იტალიური ბრენდი Maxdivani-ს მიერ შექმნილი საოცრად სრულყოფილი მოდელი Ever გვევლინება. Ever ჰარმონიულად ჯდება, როგორც კლასიკურ ისე მოდერნისტულ ინტერიერში. მოდულარული სისტემის და ინდივიდუალურად მოძრავი სახელურებისა და საზურგის წყალობით, შესაძლებელია დივანის სხვადასხვა კონფიგურაციის მიღება. დახვეწილ ვიზუალთან ერთად, Ever საოცრად კომფორტული და მოხერხებულია. რა თქმა უნდა, შეკვეთის შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მასალა, ფერი, ზომა და ფორმა.

შემდეგი მოდელი, რომელთანაც შევჩერდებით იტალიური ბრენდი Pinton-ის მოდულარული დივანი Moxi-ა. Pinton ერთ-ერთი იმ იტალიური კომპანიათანაგია, რომელიც ითვლება Made in Italy ხარისხის ამბასადორად მთელს მსოფლიოში. მისი რბილი ავეჯის თითოეული მოდელი წარმოუდგენლად კომფორტული და ერგონომიულია. კოლექციებზე მუშაობენ ცნობილი იტალიელი დიზაინერები, ხდება უმაღლესი ხარისხის ხის მასალის, ქსოვილისა და ტყავის საგულდაგულოდ შერჩევა, ხოლო სამუშაოს ასრულებენ გამოცდილი იტალიელი ოსტატები. მრავალფეროვნებისა და გეომეტრიული მოდულების წყალობით, Moxi შოურუმში გამოჩენისთანავე გადაიქცა ჩვენი სტუმრების ერთ-ერთ ფავორიტ დივნად.

ამდენ იტალიურ ავეჯში, გვერდს ვერ ავუვლით ერთადერთ გერმანულ ბრენდ 3C Candy-ს. გერმანული სიზუსტით შესრულებული დეტალები, სიმეტრიული ფორმები და ტრენდული დიზაინი, 3C Kandy-ს საოცრად კომფორტული ავეჯის სავიზიტო ბარათია. დივანის Upper East მკაფიო ურბანული ინდივიდუალიზმი, საოცარი ტექნიკით შესრულებულ ნაკერებშია, რომელიც მას ინდუსტრიული დიზაინის გამორჩეულ მოდელად აქცევს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Upper East ფასის, ხარისხის, კომფორტისა და დიზაინის შეუდარებელი კომბინაციაა.

მოვიდა დრო გაგაცნოთ ისეთი ბრენდის ავეჯი, როგორიც Bonaldo-ა. მსოფლიო ინდუსტრიული დიზაინის 3 საკულტო დიზაინერი და მაგიდების 3 იკონური მოდელი. Prora – მაურო ლიპარინის დიზაინით შექმნილი მაგიდაა, რომლის მეტალის დახრილი საყრდენი კონსტრუქცია წააგავს გემის კორპუსის წინა ნაწილს.  რაც შეეხება ტოპს, ის მზადდება ხის, შუშის, კერამიკისა და მარმარილოსგან. ორიგინალური და დინამიური დიზაინის გამო, ინტერიერში მოხვედრისთანავე მაგიდა ხდება პროტაგონისტი და ცენტრალური ფიგურა. Amond – მაგიდის საოცარ ვიზუალს განაპირობებს კონტრასტი ზედაპირსა და საბაზისო კონსტრუქციას შორის, რომელიც ქმნის ჰაერში გამოკიდებული ტოპის ილუზიას. ეს არის ჯინო კაროლოს მკაცრი და ზუსტი დიზაინით შექმნილი ელეგანტური ვიზუალის მაგიდა, რომელიც ჰარმონიულად ჯდება კლასიკურ და თანამედროვე ინტერიერში. Big Table ბონალდოს იკონური მოდელია, რომლის დიზაინიც შექმნა 2012-ში წლის დიზაინერად დასახელებულმა ალენ ჟილემ. 2019 წელს ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვებიდან 10 წლისთავის აღსანიშნავად ბონალდომ სპეციალური კოლექციაც კი გამოუშვა. მაგიდის უჩვეულო და ორიგინალურ ვიზუალს პირველ რიგში სხვადასხვა ზომისა და გეომეტრიული ფორმების მეტალის საყრდენი კონსტრუქცია განსაზღვრავს. მაგიდის ზედაპირად გამოყენებულია ხე, კერამიკა, შუშა და თიხა.

La Segiolla სკამებისა და მაგიდების მწარმოებელი ცნობილი იტალიური ბრენდია. მისი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გათვლილია, როგორც სახლის, აგარაკისა და ოფისის, ასევე რესტორნის, ბარისა და სასტუმროს მოსაწყობად. მასალად გამოყენებულია მინა, მარმარილო, ხე, მეტალი, მაღალი ხარისხის ტექსტილი, ნუბუკი, ტყავი, ეკო ტყავი. თითოეული მოდელი არის იტალიური კრაფტისა და ავთენტური დიზაინის ნიმუში.

მაურო ლიპარინის დიზაინით Bonaldo-ს მიერ შექმნილი კიდევ ერთი შედევრი – საწოლი Youniverse. საწოლის ამაღლებული თავი, ოსტატურად შესრულებული ნაკერები და ხავერდოვანი მასალა, Youniverse-ს საოცარ ვიზუალურ ეფექტს ანიჭებს. ეს არის საწოლი, რომელიც საძინებელში აღმოჩენისთანავე გახდება ინტერიერის დიზაინის შთამბეჭდავი დეკორაცია და მთავარი ნივთი. საწოლი, რომელსაც შეუძლია საძინებელი აქციოს მყუდრო ოაზისად.  

კიდევ ერთი მოდელი, რომელთანაც შევჩერდებით იტალიური ბრენდი Dallagnese-ს გარდერობია სახელწოდებით Tecno Door. Dallagnese ჩვენს კონცეპტუალურ შოურუმში წარმოდგენილი კიდევ ერთი ცნობილი იტალიური ბრენდია, რომელსაც ავეჯის წარმოების 70 წლიანი ისტორია აქვს. კრეატივ ლაბორატორია IMAGO-ს, იტალიური დიზაინ სტუდიების Zorzenoni, Dos Signorotto და Pio&Tito Toso-ს დიზაინით, Dallagnese ქმნის იტალიური კრაფტის შედევრებს. გარდერობიTechno Door, ჩვენს საგამოფენო სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვერონას მომხმარებლებს შორის. გარდერობის დახვეწილი და რაფინირებული ვიზუალის მიღმა იმალება პაზში ჩამონტაჟებული დაფარული სახელურები და სიმეტრიული კარები, რაც ამ მოდელის საფირმო ნიშანია. შეკვეთის შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ვიზუალი, მოდულების რაოდენობა, ფერი, ზომა, მასალა მათ შორის სარკისებრი ან შუშის, შიდა ბრენდირებული უჯრები, მოძრავი ტვ პანელი და თაროების განლაგება.

რთულია წარმოიდგინო სამყარო დიზაინის გარეშე. ავეჯის შექმნის დროს, იტალიური ბრენდი Tonin Casa, ყოველ მცირე დეტალსაც კი ინდივიდუალიზმსა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შტრიხებს ანიჭებს. Tonin Casa-ს კონცეფციით, კონსოლის დიზაინი ზედმეტი სიტყვების გარეშე უნდა მოუყვეს გარესამყაროს, მისი მფლობელის სტატუსისა და ისტორიის შესახებ. ავეჯი, როგორც კრეატიული ქმნილება, სადაც სიამოვნებით შეინახავთ და ზოგჯერ დამალავთ კიდეც საყვარელ ნივთებს. Drops სერიაში შემავალ ავეჯს კონცეპტუალური დიზაინი აერთიანებს – სარკისებრი ეფექტი, ხის წვეთისებრი შტრიხები და მეტალის ჩარჩო. ჩვენს შოურუმში აღმოაჩენთ ამ საოცარი სერიის დესაოსა და ტელევიზორის სადგამს.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საოცარი ნივთებისა, რომლებსაც ვერონას შოურუმში სტუმრობისას წააწყდებით. გვეწვიეთ საგამოფენო სივრცეში, დაათვალიერეთ იტალიელი ოსტატების მიერ შექმნილი იტალიური კრაფტის ნიმუშები და შეარჩიეთ თქვენი სახლისათვის საუკეთესო – #ვერონასავეჯი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *