რა ხდება როდესაც ორი საკულტო იტალიური ბრენდი Dolce&Gabbana და Smeg ქმნის ერთობლივ პროდუქტს? შედეგად ვიღებთ სამზარეულოს ტექნიკის უნიკალურ ხაზს – Sicily is my Love.
Smeg-ის მიერ წარმოებული 50-იანი წლების სტილზე შექმნილი ტოსტერი, წვენსაწური, ყავის მადუღარა, ჩაიდანი, ბლენდერი და მიქსერი, Dolce&Gabbana-ს დიზაინით მოხატული ოქროსფერი ლიმონებით, ციტრუსით, მუქი წითელი ალუბლებითა და სიცილიური დეკორაციებით, განუმეორებელ ეფექტს ქმნის. სიცილია დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას სამშობლოა. ამ კოლექციის შეძენით თითქოს სიცილიური ესთეტიკა და ზოგადად სამხრეთ იტალიური სამზარეულოს სული ცოცხლდება ჩვენს სახლებში.
ვერონას შოურუმში Smeg-ის კუთხეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ვერონა სმეგის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.