✧ ენდი უორჰოლი, მერლინ მონრო, მიმზიდველი იტალიური შტრიხები და XX საუკუნის შუა პერიოდში პოპულარული მომრგვალებული ფორმები – 50-იანი წლების მთელი შარმი სმეგმა FAB სერიის მაცივრებში ჩააქსოვა. სმეგის მაცივარმა დაანგრია ყველა მითი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მაცივარი შეადარეს პოპ-არტის სტილში შექმნილ ხელოვნების ნიმუშს, როდესაც მაცივარი გახდა მოდური და ტრენდული.
✧ ეს ყველაფერი 90-იანი წლების ბოლოს მოხდა. პასტელურ მწვანე, ცისფერ და კრემისფერ მაცივრებს მოჰყვა რევოლუციური ვარდისფერი, ფერარის წითელი, ნიდერლანდული სტაფილოსფერი, ლურჯი ელექტრიკი და სხვა დღეს უკვე ძალიან პოპულარული ფერები. FAB28 მოდელის წარმოებაში ჩაშვებიდან მალევე, სმეგმა ბაზარზე წარადგინა FAB სერიის სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაცივრები, ხოლო 2014 წელს შედგა სმეგის 50-იანი წლების დიზაინით შექმნილი წვრილი ტექნიკის პრეზენტაცია. კოლექციამ 2015 წელს მოხსნა რეკორდი და მოიპოვა დიზაინის სფეროში არსებული ყველა პრესტიჟული ჯილდო.
✧ დღეს სმეგი პრემიუმ ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ყველაზე მოდური და ტრენდული ბრენდია მთელს მსოფლიოში.
სმეგისა და მინი კუპერის, დოლჩ ენდ გაბანას, დისნეისა და კოკა-კოლას კოლაბორაციის შედეგად მსოფლიოს მოევლინა სამზარეულოს ტექნიკის უნიკალური მოდელები, თუმცა 50-იანი წლების დიზაინით შექმნილი კოლექცია ითვლება სმეგის საფირმო ნიშნად.