ბლოგი

მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევები

Lube სამზარეულოების მწარმოებელი N1 იტალიური კომპანიაა. ავეჯის სახლი ვერონა Lube-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. გთავაზობთ Lube-ს სპეციალისტების მიერ შედგენილ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს სამზარეულოს ავეჯის მოვლის შესახებ.

1.აუცილებლად გაეცანით საწმენდი საშუალების შემადგენლობას

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებული საწმენდი საშუალებების უმეტესობა პოზიცირდება, როგორც უნივერსალური, შეიცავენ ისეთ აგრესიულ ინგრედიენტებს, როგორიცაა სპირტი, ქლორი, მათეთრებელი, სხვადასხვა მჟავა და აშ. სამზარეულოს ავეჯის წმენდისას უპრიანია, რომ თავი ავარიდოთ მსგავსი საწმენდი საშუალებების გამოყენებას. რეგულარული დასუფთავებისთვის გამოიყენეთ სველი ხელსაწმენდი, ხოლო ცხიმიანი ლაქების შემთხვევაში  ხელსაწმენდი დაასველეთ ნეიტრალურ და არა აგრესიულ საწმენდ საშუალებაში. ამით დაიცავთ ავეჯს კოროზიისა და ზედაპირზე წარმოქმნილი ლაქებისგან.

2. ყოველთვის ბოლომდე გაამშრალეთ ზედაპირი

ყოველთვის ბოლომდე გაამშრალეთ ზედაპირი და არ დაუშვათ, რომ წყალი/ნესტი ან ნებისმიერი სითხე დიდი ხნის მანძილზე დარჩეს მასზე. როგორი ხარისხიანიც არ უნდა იყოს ზედაპირი, გახსოვდეთ, რომ ნესტი დროთა განმავლობაში მას მაინც აზიანებს. სამზარეულოს ზედაპირის მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ჰერმეტულ ინსტალაციას.

3. გამოიყენეთ მხოლოდ მიკროფიბრიანი ხელსაწმენდი

ავეჯის ზედაპირის გასაწმენდად გამოიყენეთ მხოლო ნაზი, მიკროფიბრიანი ხელსაწმენდი. უხეში ტილოს გამოყენება დროთა განმავლობაში წარმოქმნის მიკროხარვეზებს.

4. დაიცავით სამზარეულოს ზედაპირი ცხელთან შეხებისგან

ნებისმიერი მასალა შეიძლება დეფორმირდეს და დაზიანდეს თუ მასზე პირდაპირ დავდებთ ცხელ ჩაიდანს, ტაფასა თუ ქვაბს. ყოველთვის გამოიყენეთ სადგამი და სხვა დამცავი საშუალებები.

5. საჭმელის მომზადებისას ყოველთვის ჩართეთ გამწოვი სისტემა

საჭმლის მომზადების დროს ყოველთვის გამოიყენეთ გამწოვი სისტემა, რადგან ორთქლისგან კონდენსირებულ წვეთებს დროთა განმავლობაში შეუძლია ავეჯის ზედაპირის დაზიანება და ბზარების გამოწვევა. საჭმლის მომზადების დასრულების შემდეგ, გირჩევთ 5-10 წუთი გამწოვი სისტემა დატოვოთ ჩართული.

6. არ გამოაღოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარი რეცხვის დასრულებისთანავე

აუცილებლად დაელოდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაგრილებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაღეთ კარები, რადგან ცხელი ორთქლის ნაკადი სამზარეულოს ავეჯის ზედაპირის პირველი მტერია.

7. დაიცავით ავეჯი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან

ნებისმიერი მასალა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამზარეულოს ავეჯის ზედაპირი მედეგია UV-სხივების ზემოქმედების მიმართ, მაინც რეკომენდირებულია დავიცვათ მზის პირდაპირი ზეგავლენისგან.

8. საყოფაცხოვრებო ტექნიკის პერიოდული შემოწმება

დაზიანებული გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან გამწოვის ფილტრი შეიძლება გახდეს ავეჯის ზედაპირზე დეფექტების წარმოქმნისა და დაზიანების მიზეზი. მიაქციეთ ყურადღება საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *