დიზაინერმა ფაბრის ბერუმ ეს წიგნების თარო, რომელიც ამავდროეულად ტელევიზორის კედელიცაა, მიუძღვნა პარიზელ ბაბუას. როგორც დიზაინერი ამბობს ბაბუასეულ სახლში იყო ოთახი, რომელიც ბავშვობიდან იზიდავდა. ეს იყო ოთახი, სადაც ბაბუა გვიან ღამემდე მუშაობდა. ოთახი სავსე წიგნებით, ნახატებით, სკულპტურებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთებით. სწორედ ეს ემოცია და მოგონებები უდევს საფუძვლად ბერუს მოდულარულ წიგნების თაროს. Cabinet de Curiosite სხვადასხვა ტიპის მოდულებისგან შედგება, რომლითაც ეწყობა წიგნების თაროსა და ტელევიზორის კედლის მრავალფეროვანი კომბინაციები.
მასალა და ფერები, ასევე ზუსტი ზომები და ფორმები იხილეთ pdf ფაილში
⇩ ⇩ ⇩
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.