
Diamante
დიზაინერი: Luca Roccadadria
Diamante კედლის სარკე ნებისმიერი კუთხიდან განსხვავებულად ანათებს თავისი განსაკუთრებული დამუშავების ტექნოლოგიის წყალობით. მისი ოვალური ფორმა აერთიანებს გლუვ ზედაპირსა და ირიდესცენტული (მოციმციმე) მინის დამუშავებას, რაც ბრილიანტის ეფექტს ქმნის.
ეს არის ძვირფასი, სკულპტურული დიზაინის ელემენტი, რომელიც ხედვის კუთხის ცვლილებასთან ერთად განსხვავებულ იერს იძენს და მოძრაობის უნიკალურ ილუზიას ქმნის. Diamante თანამედროვე ინტერიერს ელეგანტურობას, სინათლის თამაშსა და გამორჩეულ ხასიათს მატებს.



.webp)